ფოთის ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ოზურგეთიდან ერთი პაციენტი შეიყვანეს
ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით 43 წლის მამაკაცია მოთავსებული. პაციენტი ოზურგეთიდანაა. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს.
„პაციენტის ბიოლოგიური მასალა ხვალ დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის. ამჟამად იგი ბოქსირებულ პალატაში გადის მკურნალობას“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.