ფოთის ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში, ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მქონე ხუთი პაციენტი იმყოფება. ყველა მათგანს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ხუთიდან ერთ-ერთი პაციენტის კვლევის პასუხი უკვე ცნობილია. გრიგოლეთელ ახალგაზარდა მამაკაცს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა.
„დღეს ცხელების კლინიკაში დილით დაიტესტა სამი პაციენტი: 33 წლის მამაკაცი გრიგოლეთიდან, 16 წლის გოგო ლანჩხუთიდან და სამი წლის გოგონა ფოთიდან. აქედან, გრიგოლეთიდან შემოყვანილი პაციენტის პასუხი უკვე მოვიდა და უარყოფითია. საღამოს დაგვემატა 42 წლის კაცი ფოთიდან და 49 წლის ქალი ოზურგეთიდან. ახალ პაციენტებს ტესტი ხვალ დილით ჩაუტარდებათ“, – განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.