ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა
ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა

ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა. ისინი კლინიკაში გვიან საღამოს მოათავსეს. პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 36 წლის ქალი ოზურგეთიდან და 83 წლის მამაკაცი ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. პასუხები უკვე მივიღეთ და საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ორივე პაციენტი დილით გაეწერება კლინიკიდან“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.