ფოთის ცხელების ცენტრში სამი პაციენტია მოთავსებული, ორი მათგანის ანალიზები ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია
ფოთის ცხელების ცენტრში სამი პაციენტია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, მათ რესპირატორული ინფექციის ინფექციის სიმპტომები აღენიშნებათ.
„გვყავს სამი პაციენტი. 17 წლის გოგო ფოთიდან, წლის და ექვსი თვის გოგონა ოზურგეთიდან და 62 წლის წლის მამაკაცი ზუგდიდიდან. ორი მათგანის ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, 17 წლის პაციენტი მოგვიანებით შემოვიდა კლინიკაში, სწორედ ამიტომ, მისი ანალიზი ხვალ დილით გაიგზავნება. ამჟამად, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.