ფოთის ცხელების ცენტრში სამ პაციენტს, მათ შორის რვა თვის ბავშვს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში, ცხელების კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს, მათ შორის რვა თვის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ცხელების კლინიკაში მყოფი სამი პაციენტის ბიოლოგიური მასალა ამ დილით გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. ესენი არიან 56 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან და 25 წლის მამაკაცი გრიგოლეთიდან და რვა თვის გოგონა ფოთიდან. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა. სხვა პაციენტების ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში ხვალ გაიგზავნება“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.