ფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული

ფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. სამივე მათგანი ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული.

„კლინიკაში იმყოფება სამი პაციენტი. 39 წლისა და 40 წლის ქალები ფოთიდან, ასევე, 32 წლის მამაკაცი ფოთიდან. მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. პაციენტების ბიოლოგიური მასალა ხვალ დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში პისიარკვლევისთვის. პასუხები სავარაუდოდ ხვალვე გახდება ცნობილი“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.