ფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტი შეიყვანეს, მათ კორონავირუსზე ხვალ გამოიკვლევენ
ფოთის ცხელების კლინიკაში ორი პაციენტია მოთავსებული. ისინი ცხელების ცენტრში გვიან საღამოს მოათავსეს.
პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. როგორც ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, პაციენტთა ანალიზების გაგზავნა ლაბორატორიაში ხვალ დილისთვის იგეგმება.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 36 წლის ქალი ოზურგეთიდან და 83 წლის მამაკაცი ფოთიდან. ხვალ მოხდება მათი დატესტვა და ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის. ორივე პაციენტი ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.