ფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთი 11 თვის ბავშვია
ფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათგან ყველაზე პატარა 11 თვის ბავშვია.
ფოთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ხუთივე მათგანი ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული.
„კლინიკაში იმყოფება ხუთი პაციენტი, მათ შორის 20 წლისა და 43 წლის მამაკაცები, ასევე, 10 წლის და 11 თვის ბიჭები ფოთიდან, 11 წლის ბიჭი კი გადმოყვანილია პატარა ფოთიდან. მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. პაციენტების ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდება. პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.