ფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის, რვა თვის ბავშვი
ფოთის ჰოსპიტალში მოწყობილ ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მქონე ხუთი პაციენტია მოთავსებული. ყველა მათგანს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
„ჩვენს ჰოსპიტალში იმყოფებიან 26 წლის ქალი ფოთიდან და 93 წლის მამაკაცი ჭალადიდიდან. ორივე მათგანი უკვე დაიტესტა. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ცხელების ცენტრში იმყოფება კიდევ სამი პაციენტი. ესენი არიან რვა თვის გოგონა, 32 წლის ქალი და 71 მამაკაცი. სამივე პაციენტი ფოთიდანაა. ყველა მათგანი მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტების ნიმუშები კვლევაზე სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გაიგზავნება.