ფოთის ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით რვა პაციენტი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების მქონე რვა პაციენტი იმყოფება. ყველა მათგანს ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
პაციენტების ნაწილის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია, ნაწილი კი ხვალ გაიგზავნება.
„რვა პაციენტიდან ექვსი დილით დაიტესტა. ესენი არიან 60 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან, 43 წლის კაცი ოზურგეთიდან, 35, 45, 57 წლის მამაკაცები და ცხრა თვის გოგონა ფოთიდან. საღამოს კიდევ დაგვემატა 87 წლის კაცი ლანჩხუთიდან, ჩვენს კლინიკაში იმყოფება წლის და 11 თვის ბიჭუნაც ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში ხვალ დილით გაიგზავნება“, – განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.