ფოთის „ცხელების ცენტრში“ ორ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ორი პაციენტის ანალიზის პასუხები ცნობილია. არც ერთ მათგანს „კოვიდ 19″ არ დაუდგინდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ განაცხადა.
„გარდა ორი პაციენტის ანალიზებისა, ლუგარის ლაბორატორიიდან დამატებით 15 ანალიზის პასუხებს ველოდებით. ისინი მედიკოსები და სამედიცინო დაწესებულებების სხვა თანამშრომლები არიან. მათი ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. რაც შეეხებათ პაციენტებს, ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხვალისთვის ველოდებით ცხელების ცენტრის სხვა პაციენტების კვლევების შედეგებსაც“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.