ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული გალის რაიონიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით შეყვანილ 60 წლის ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ქალი ცხელების ცენტრში გვიან ღამით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს.
„60 წლის ქალის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი. მას „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა. იგი ფოთის ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ფოთში ახალი შემთხვევა დღეს არ დაფიქსირებულა. თვითიზოლაციაში 13 პირი, ხუთი კი კარანტინში რჩება“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ზიზი გაგუამ.