ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ცხელების ცენტრიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სამი პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია. არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა.

„ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების კლინიკაში შემოყვანილ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ესენი არიან 33 წლის მამაკაცი გრიგოლეთიდან, 16 წლის გოგონა ლანჩხუთიდან და სამი წლის გოგონა ფოთიდან. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.