ფოთის ცხელების ცენტრში მედპერსონალის გეგმური კვლევა ჩატარდა, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
მიზნობრივი კვლევების ფარგლებში, კორონავირუსზე კვლევა ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ. ცხელების კლინიკის მედპერსონალს ჩაუტარდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, „პისიარ“ კვლევის შედეგად კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
„მედპერსონალის კვლევის შედეგები ცნობილია. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ ტექნოლოგიით კვლევისათვის სულ 34 ნიმუში გაიგზავნა. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდა, ხოლო გეგმის მიხედვით 14 დღეში ერთხელ ტარდება”, – აცხადებენ კლინიკაში.