ფოთის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ოთხი პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან
ფოთის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში ოთხი პაციენტის ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი.
ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, ბოქსირებულ პალატებში მოთავსებულ პაციენტთაგან, ერთი ადგილობრივია, დანარჩენები კი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ოზურგეთიდან და ქობულეთიდან შემოიყვანა.
მისივე თქმით, პნევმონია აღენიშნებათ ოზურგეთელ პაციენტებს, დანარჩენებს კი, ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აქვთ.
წინასწარი ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.