ფოთის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ფოთის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში ოთხი პაციენტი იმყოფება. ყველა მათგანის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. ორ პაციენტს ანალიზი გუშინ, ორს კი დღეს აუღეს. პაციენტთაგან ორი ქობულეთიდან, ერთი ზუგდიდიდან, ერთიც ოზურგეთიდანაა.

„112-ის მიერ, ქობულეთიდან და ოზურგეთიდან შემოყვანილ პაციენტებს, კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების შედეგად პნევმონია დაუდგინდათ, ხოლო ზუგდიდელ პაციენტს ცხელება და ყელის ტკივილი აღენიშნება“, – აცხადებს ფოთის ჰოსპიტალის დირექტორი თეა მიგინეიშვილი.

ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხები სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.