ფოთის „ცხელების ცენტრში“ კორონავირუსზე ჩატარებული ხუთი ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია
ფოთის „ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პირებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ, რის გამოც მათი შემოწმება გადაწყდა.
„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს საბედნიეროდ, „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის იყო გაგზავნილი. ხუთივე პაციენტი უკვე გავწერეთ კლინიკიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.