ფოთის ცხელების ცენტრში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ცხელების ჰოსპიტალში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული. სამივე მათგანს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.
„ჩვენს ჰოსპიტალში იმყოფებიან 17 წლის გოგო და ათი თვის ბიჭუნა ფოთიდან, ასევე, 63 წლის ქალი ლანჩხუთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. სამივე მათგანს უკვე ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.