ფოთის ცხელების ცენტრში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ხუთი მოქალაქე შეიყვანეს
ფოთის სამედიცინო ცენტრში, ცხელების კლინიკაში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ხუთი პირია მოთავსებული. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.
„დღეს გვყავს ხუთი პაციენტი – 22 წლის ქალბატონი, ოთხი წლის ბავშვი, წლის და სამი თვის გოგონა ფოთიდან. ასევე, 37 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან და 41 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან. ყველა მათგანს აღენიშნება ცხელება.
ეპიდემიოლოგები ადგილზე არიან და მათ ბიოლოგიურ მასალას ვაგზავნით ლუგარის ლაბორატორიაში“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.