ფოთის ცხელების ცენტრში ხუთ პაციენტს, მათ შორის ორ მცირეწლოვანს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდნენ 65 და 67 წლის ქალები და 71 წლის მამაკაცი ფოთიდან, ასევე, ერთი და სამი წლის გოგონები ურეკიდან. დღეს დილით მოხდა მათი დატესტვა და ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა. ოთხი მათგანი უკვე გაეწერა ბინაზე, ერთი კი გარეფერალდა სხვა კლინიკაში“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.