ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების ცენტრში ექვს პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ლაბორატორიიდან ექვსი პაციენტის უარყოფითი პასუხი მივიღეთ. დილით დაიტესტა კიდევ ხუთი პაციენტი, 87 და 75 წლის მამაკაცები ლანჩხუთიდან, 33 წლის ქალი, ერთი წლის და ასევე, 11 თვის ბიჭები ფოთიდან. მოგვიანებით მივიღეთ კიდევ ორი პაციენტი – 27 წლის მამაკაცი ფოთიდან და 10 წლის გოგონა ჭალადიდიდან. ისინი დილით დაიტესტებიან“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.