ფოთის ცხელების ცენტრში აბაშიდან შეყვანილი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ფოთის ცხელების ცენტრში აბაშიდან შეყვანილი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ფოთის ცხელების ცენტრში ოთხი ახალი პაციენტიდან სამი სტაციონარზე გაეწერა, ერთის ანალიზი კი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.

როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ამ დროისთვის ქალაქში თვითიზოლაციაში იმყოფება 15, ხოლო კარანტინში ცხრა ადამიანი.

„პაციენტებიდან მხოლოდ ერთს ავუღეთ ნაცხი და გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში, დანარჩენები გაეწერნენ სტაციონარზე. საეჭვოდ მიჩნეული პაციენტი 67 წლის მამაკაცია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ აბაშიდან ჩამოიყვანა. მას გულის ქრონიკული დაავადებაც აქვს. აღენიშნება ტემპერატურა და გარკვეული ცვლილებები აქვს ფილტვშიც. არა აქვს მოგზაურობის ისტორია და არც ინფიცირებულთან ან საეჭვო შემთხვევებთან ჰქონია კონტაქტი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.