ფოთის „ცხელების ცენტრის“ სამ პაციენტს, მათ შორის ორ მცირეწლოვან ბავშვს, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება
ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ ცხელების კლინიკაში ცხელებით და რესპირატორული სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული.
ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, სამი პაციენტიდან ორი ბავშვია.
„ჩვენს კლინიკაში, ბოქსირებულ პალატებში მოთავსებულები არიან წლისა და ხუთი თვის გოგონა, ასევე, ექვსი თვის ბიჭი ლანჩხუთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. კლინიკაში შემოვიდა კიდევ ერთი პაციენტი, 66 წლის მამაკაცი ფოთიდან. მისი ნიმუში ხვალ გაიგზავნება კვლევისათვის“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.