ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ ცხელების კლინიკაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. გამოკვლეულ პირთა შორის ერთი წლის და შვიდი თვის ბავშვია. ორივე პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა.
,,ორ პაციენტს, წლისა და შვიდი თვის ბავშვს, ასევე, 30 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ” კვლევისთვის იყო გაგზავნილი. ორივე მათგანი უკვე გაწერილია კლინიკიდან“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.