ფოთის ცხელების ცენტრის 14 პაციენტიდან დღეს სამის, მათ შორის რვა თვის ბავშვის ანალიზის პასუხს ელოდებიან, 11 პირს კვლევა ხვალ ჩაუტარდება
ფოთის ცხელების ცენტრის 14 პაციენტიდან დღეს სამის, მათ შორის რვა თვის ბავშვის ანალიზის პასუხს ელოდებიან, 11 პირს კვლევა ხვალ ჩაუტარდება

ფოთის ცხელების ცენტრში სულ 14 პაციენტია მოთავსებული. მათგან ყველაზე უმცროსი რვა თვის ბავშვია.

​როგორც ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, ამ დროისათვის ლუგარის ლაბორატორიაში მხოლოდ სამი პაციენტის ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი. თერთმეტი პირის ანალიზი კი ლუგარის ლაბორატორიაში ხვალ დილით გაიგზავნება.

„ამ დილით ცხელების კლინიკაში მყოფ ორ პაციენტს, 56 წლის მამაკაცს ოზურგეთიდან და 25 წლის მამაკაცს გრიგოლეთიდან, დაემატა რვა თვის გოგონა ფოთიდან. სამივეს ანალიზი დილით გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. დღეს საღამოს შემოვიდნენ 53 წლის ქალი ოზურგეთიდან, წლის და რვა თვის ბიჭუნა ზუგდიდიდან, ორი წლის გოგონა ზუგდიდიდან, 52 და 54 წლის ცოლ-ქმარი სოხუმიდან, 93 წლის მამაკაცი ზუგდუდიდან და ერთი ოჯახის ხუთი წევრი ოზურგეთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში ხვალ დილით გაიგზავნება“, – განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.