ფოთის ცხელების ცენტრიდან ლაბორატორიაში ორი პაციენტის, მათ შორის ორ წლამდე ბავშვის ანალიზი გაიგზავნება
ფოთის ცხელების ცენტრში ორი ახალი პაციენტი მოათავსეს. ექიმების შეფასებით, მათ რესპირაციული ვირუსული ინფექციის სიმპტომები აღენიშნებათ.
„გვყავს ორი ახალი პაციენტი, ესენი არიან წლის და ექვსი თვის გოგონა ოზურგეთიდან ასევე, 62 წლის წლის მამაკაცი ზუგდიდიდან. ამჟამად, მიმდინარეობს მათი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. ორივე მათგანის ბიოლოგიურ მასალას გავგზავნით ლუგარის ლაბორატორიაში“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.