ფოთის „ცხელების ცენტრიდან“ კორონავირუზე გამოსაკვლევად სამი პირის, მათ შორის ორი ბავშვის ანალიზია გაგზავნილი
ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ „ცხელების კლინიკაში“ სამი პაციენტია შეყვანილი. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ.
როგორც ფოთის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ სამივე პაციენტის ნიმუში ლაბორატორიაში გაიგზავნება.
„ამ დროისთვის გვყავს სამი ახალი პაციენტი: ოთხი წლის გოგონა ოზუგეთიდან, ცხრა თვის ბიჭი ფოთიდან და 43 წლის მამაკაცი, ასევე ფოთიდან. მათ აღენიშნებათ მწვავე რესპირატორული სიმპტომები. ისინი უკვე გაიტესტნენ და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა სამივე ანალიზი. პასუხები გვიან ღამით ან ხვალ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.