ფოთის ცენტრალურ კულტურისა და დასვენების პარკში რეკონსტრუქციის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გამწვანების, ლანდშაფტური დიზაინის სამუშაოების ჩატარება, საფეხმავლო ბილიკების, დასასვენებელი ბაქნების, საბავშვო მოედნების, მოწყობა. არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მოწყობა. ღია სასცენო ნაგებობის რეაბილიტაცია და ატრაქციონების მოწყობა“, – განაცხადა ქალაქ ფოთის მერის პირველმა მოადგილე კონსტანტინე თოფურიამ.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 3 500 000 ლარია.