ფოთის 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში არცერთი საჩივარი არ არის შესული
ფოთის 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში არცერთი საჩივარი არ არის შესული

ფოთის 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო პროცესი ამ ეტაპზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და საოლქო კომისიაში ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ არის შესული.

„ფოთის საოლქო კომისიაში შემავალი 23-ვე საუბნო საარჩევნო კომისია 06:45 წუთზე გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. რვა საათამდე განსახორციელებელი პროცედურები თავმჯდომარეებმა ჩაატარეს კანონის სრული დაცვით და უკვე 08:00 საათზე მიიღეს პირველი ამომრჩეველი. აქტიურად მოდის ამომრჩეველი. ამ ეტაპზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს პროცესები“, – განაცხადა 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაიამ.

ფოთში სულ 40 479 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გახსნილია 23 საარჩევნო უბანი და ყველა ელექტრონული ტექნოლიგიის გამოყენებით ახორციელებს საარჩევნო პროცესს.