ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი წევრების არჩევის პროცესი მიმდინარეობს
ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი წევრების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. კანდიდატები კენჭისყრის შედეგად უნდა გამოვლინდნენ, თუმცა აღნიშნულ პროცესში ოპოზიციის ნაწილმა „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „გირჩმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მონაწილეობა არ მიიღო. მათ უნდობლობა გამოუცხადეს კონკურსანტებს და განაცხადეს, რომ ისინი ნეიტრალური კანდიდატები არ არიან და „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერებს წარმოადგენენ.
„ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს მიიღო აბსოლუტურად ნეგატიური გადაწყვეტილება და ეს არის დასტური იმისა, რომ კონკურსები ტარდება მხოლოდ ფორმალურად. მასში მონაწილეობს მთლიანად ადმინისტრაციული რესურსი, აიპის თანამშროლები, პარტ-აქტივი და მათი ოჯახის წევრები. ვინაიდან ეს ადამიანები პირდაპირ ასოცირდებიან მმართველ გუნდთან, პროტესტის ნიშნად მხარი არ დავუჭირეთ მათ კანდიდატურებს. ესენი არ იქნებიან ობიექტურები გადაწყვეტილების მიღების პროცესში და შეასრულებენ მხოლოდ პარტიულ დირექტივებს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა საოლქოში, მაკა ჩხეტიამ.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვის მიმდინარეობს.