ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის პროცედურულ დარღვევებზე დაახლოებით 15 საჩივარია შესული
70-ე საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფოთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
თუმცა, მისივე თქმით, დაფიქსირდა, ძირითადად, პროცედურული ხასიათის დარღვევები.
„არის გარკვეული უბნები, სადაც იყო პრობლემები, ხმაური. საოლქო კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ უბანზე და შესაბამისად მოხდა ამ პრობლემების მოგვარება. რაც შეეხება საჩივრებს, უბნებზეც იწერება საჩივრები და პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქოშიც არის შემოსული დაახლოებით, 15 საჩივარი. ამაზე, რა თქმა უნდა, რეაგირება ხდება ადგილზე. დანარჩენთან დაკავშირებით საოლქო კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სალომე როდონაიამ.