ფოთიდან ზუგდიდში კორონავირუსზე კვლევისთვის შსს-ს 68 თანამშრომლის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა
ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის შსს-ს 68 თანამშრომლის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. ინფორმაციას ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
„ფოთში დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 68 თანამშრომელს ჩაუტარდა კვლევა. ნიმუშები ზუგდიდის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.