ფოთიდან ზუგდიდის ლაბორატორიაში გეგმური კვლევისთვის 59 მებაჟის ნიმუში გაიგზავნა
ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის 59 მებაჟის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.
„ფოთში დღეს 59 მებაჟეს ჩაუტარდა კვლევა. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.