ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაგზავნილი 18 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 18 პირის ანალიზის პასუხები ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
„ფოთში 18 პირს ჩაუტარდა კვლევა. აქედან ოთხი მებაჟე, ორი მედიკოსი, 12 კი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელია. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. საბედნიეროდ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.