ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ორივე ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ორივე ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. საუბარია 26 წლის და 93 წლის პაციენტებზე.
ამჟამად, ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მქონე ოთხი პაციენტია მოთავსებული. ისინი ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან.
„დღეს დილით დაიტესტა ოთხი პაციენტი. ესენი არიან – რვა თვის გოგონა, 32 წლის ქალი და 71 წლის მამაკაცი ფოთიდან. ასევე, ჩვენს კლინიკაში იმყოფება 66 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან. ყველა მათგანს აღენიშნება ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები. ოთხივე მათგანის ანალიზის კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდება“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.