ფოთი-თბილისის მატარებელს დაუდგენელმა პირმა ქვა ესროლა,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩამტვრეულია ვაგონის შუშა, რის გამოც მატარებელი კასპში შეყოვნდა. ამ დროისთვის გამოძახებულია საპატრულო პოლიცია.
„დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, მატარებელი გააგრძელებს თბილისის მიმართულებით მოძრაობას. მატარებელი ფოთიდან 08:40 საათზე გამოვიდა და თბილისში 14:05 საათზე უნდა ჩამოსულიყო. მომხდარის გამო, რეისი დაიგვიანებს. მიმდინარეობს გამოძიება. ვიმედოვნებთ, რომ სამართალდამრღვევი პირები გამოვლინდებიან და მიეცემიან პასუხისგებაში აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო“,- აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.