„ფორმულა რენო 2019“-ის აზიის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო თავართქილაძე საქართველოში დაბრუნდა
ქართველი ავტომრბოლელი სანდრო თავართქილაძე საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მას ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ახალგაზრდა სპორტსმენი „ფორმულა რენო 2019“-ის აზიის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. „ფორმულა რენო 2019“-ის აზიის ჩემპიონატი სანდრო თავართქილაძისთვის პირველი საერთაშორისო დებიუტია. ავტომრბოლელმა ყველა ჩატარებულ ეტაპზე საპრიზო ადგილი მოიპოვა, პირველი ეტაპი კი გამარჯვებით დაიწყო. სანდრო თავართქილაძემ რთულ და დაძაბულ რბოლებში პოდიუმი რვაჯერ დაიკავა.
„ფორმულა რენო“ 2019-ის ფინალი ჩინეთში, ქალაქ ჟუჰაის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა.