მონაკოს საავტომობილო კლუბი, რომელიც ფორმულა 1-ში მონაკოს გრანპრის ორგანიზატორია, მოაგვარა რბოლის დაწყებამდე წინასასტარტო პროცედურებში გოგონების (Grid Girls) მონაწილეობის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ფორმულა 1-ის მფლობელებმა უარი თქვეს სასტარტო ბილიკზე პილოტების წარდგენისას გოგონების გამოყენებაზე, რადგან მათი აზრით, ეს ეწინააღმდეგება ავტოსპორტის ღირებულებებს.
„ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ფორმულა 1-ის მფლობელ Liberty Media-სთან. მათ ესმით, რომ მონაკო არ არის არც მონცა და არც სპა. აქ მაყურებელი რბოლას საკუთარი იახტებიდან უყურებს ჭიქა შამპანურით ხელში და არა ტრიბუნაზე ძეხვის თანხლებით. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა ფორმულა 1-ის მფლობელებთან. მხოლოდ გოგონების ისტორიასთან დაკავშირებით იყო უთანხმოება. მაგრამ ჩვენი არგუმენტები მიიღეს და მონაკოს გრანპრიზე Grid Girls-ი იქნება“, – განაცხადა მონაკოს საავტომობილო კლუბის პრეზიდენტმა მიშელ ბორიმ.