ამერიკული საჯინიბო “ჰაასი” პირველია, რომელმაც 2018 წლის სეზონისთვის ახალი ბოლიდი წარადგინა. ავტომობილმა მიიღო ინდექსი – VF-18, აგრეთვე, ის აღჭურვილია Halo-თი (დამატებითი კონსტრუქცია პილოტის თავის დასაცავად).
სიახლე შარშანდელი VF-17-ის მოდელის გაგრძელებაა. გუნდში განაცხადეს, რომ მანქანის შექმნისას მთავარი ამოცანა იყო – აეროდინამიკაში და მართვაში სუსტი წერტილების მოშორება.
დავამატებთ, რომ შარშან, “ჰაასმა” 47 ქულით მერვე ადგილი დაიკავა კონსტრუქტორთა თასზე. ახალ სეზონში მისი პილოტები იქნებიან – კევინ მაგნუსენი და რომენ გროსჟანი.
სხვა მანქანების პრეზენტაციების თარიღები:
15 თებერვალი – უილიამსი
19 თებერვალი – რედ ბული
20 თებერვალი – რენო, ზაუბერი
22 თებერვალი – ფერარი, მერსედესი
23 თებერვალი – მაკლარენი
25 თებერვალი – ფორს ინდია
26 თებერვალი – ტორო როსო.