ფორმულა 1-ის 2018 წლის კალენდარი დამტკიცებულია
ფორმულა 1-ის 2018 წლის კალენდარი დამტკიცებულია

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ფორმულა 1-ის 2018 წლის სეზონისთვის კალენდარი დაამტკიცა. ჩემპიონატი 21 ეტაპისგან იქნება შემდგარი. მთავარი სიახლე – საფრანგეთის გრანპრის დაბრუნებაა.

სეზონი 25 მარტს, ავსტრალიის ეტაპით დაიწყება და 25 ნოემბერს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დასრულდება.
სრულად, ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი ასე გამოიყურება:
25 მარტი – ავსტრალიის გრანპრი
8 აპრილი – ბაჰრეინის გრანპრი
15 აპრილი – ჩინეთის გრანპრი
29 აპრილი – აზერბაიჯანის გრანპრი
13 მაისი – ესპანეთის გრანპრი
27 მაისი – მონაკოს გრანპრი
10 ივნისი – კანადის გრანპრი
24 ივნისი – საფრანგეთის გრანპრი
1 ივლისი – ავსტრიის გრანპრი
8 ივლისი – ბრიტანეთის გრანპრი
22 ივლისი – გერმანიის გრანპრი
29 ივლისი – უნგრეთის გრანპრი
26 აგვისტო – ბელგიის გრანპრი
2 სექტემბერი – იტალიის გრანპრი
16 სექტემბერი – სინგაპურის გრანპრი
30 სექტემბერი – რუსეთის გრანპრი
7 ოქტომბერი – იაპონიის გრანპრი
21 ოქტომბერი – აშშ-ის გრანპრი
28 ოქტომბერი – მექსიკის გრანპრი
11 ნოემბერი – ბრაზილიის გრანპრი
25 ნოემბერი – აბუ დაბის გრანპრი