„ფორინ პოლისის“ ცნობით, უკრაინა პირველ „ეფ-16“-ებს, სავარაუდოდ, ივნისში მიიღებს
„ფორინ პოლისის“ ცნობით, უკრაინა პირველ „ეფ-16“-ებს, სავარაუდოდ, ივნისში მიიღებს. ამის შესახებ გამოცემას ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშასკასმა უთხრა. აღნიშნული ინფორმაცია ასევე დაადასტურა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ასაჯაროებს.
„უკრაინის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ აშშ-ის ფინანსური წლის დასრულებამდე თანამედროვე ავიაგამანადგურებლების მართვას 12 უკრაინელი პილოტი შეისწავლის“, – ნათქვამია სტატიაში.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ უკრაინისთვის „ეფ-16“-ების გადაცემა 2024 წლის პირველ კვარტალში მოხდებოდა.