„ფორინ პოლისი“ - გაკვეთილები საქართველოდან, ტაივანიდან, კანადიდან, სამხრეთ კორეადან, ისლანდიიდან გვაჩვენებს, რომ კორონავისურის შეჩერება შესაძლებელია
„ფორინ პოლისი“ - გაკვეთილები საქართველოდან, ტაივანიდან, კანადიდან, სამხრეთ კორეადან, ისლანდიიდან გვაჩვენებს, რომ კორონავისურის შეჩერება შესაძლებელია

გაკვეთილები ტაივანიდან, კანადიდან, სამხრეთ კორეადან, საქართველოდან და ისლანდიიდან გვაჩვენებს, რომ კორონავისურის შეჩერება შესაძლებელია, – ასე იწყება „ფორინ პოლისის“ სტატია, სადაც იმ ქვეყნების მაგალითებია მოყვანილი, რომლებიც კორონავირუსს ყველაზე კარგად უმკლავდებიან.

სტატიის ავტორი წერს, რომ მიუხედავად ქვეყნის მასშტაბისა და ეკონომიკური მდგომარეობისა, ქვეყანამ ვირუსის ბრძოლის წინააღმდეგ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა თებერვლის ბოლოდან დაიწყო. დახურა სკოლები და ვირუსის დიაგნოსტირება დაიწყო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის საქართველოში 117 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული და არც ერთი ლეტალური შემთხვევა.

„ვფიქრობ, ძალიან დაგვეხმარა ის ფაქტი, რომ მთავრობა ამას დასაწყისშივე ძალიან სერიოზულად მიუდგა“, – განუცხადა ქართველმა ჟურნალისტმა ნატალია ანთელავამ „ფორინ პოლისის“ ჟურნალისტს.