„ფორბსი“ - უკრაინის არმიის 72-ე მექანიზებულმა ბრიგადამ დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარიდან უკან დახევა დაიწყო
უკრაინის არმიის 72-ე მექანიზებულმა ბრიგადამ დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარიდან უკან დახევა დაიწყო, – ამის შესახებ „ფორბსი“ წერს.
გამოცემის სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალაქი, რომელიც 31 თვის განმავლობაში რუსებისთვის აუღებელი ციხესიმაგრე იყო, სავარაუდოდ რუსების ხელში აღმოჩნდება.
სტატიის თანახმად, რუსეთის არმიის დანაყოფებმა, გასულ კვირას, ქალაქის ფლანგებს საფრთხე შეუქმნეს, რის გამოც 2 000 სამხედროსგან დაკომპლექტებულმა 72-ე მექანიზებულმა ბრიგადამ, რომელიც შეიარაღებულია T-64 ტანკებით, BMP-2 საბრძოლო მანქანებით და M-109 ჰაუბიცებით, დაიწყო ნელ-ნელა უკანდახევა უფრო უსაფრთხო პოზიციებზე.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უგლედარი ამაგრებს კუთხეს, სადაც სამხრეთის ფრონტი ხვდება აღმოსავლეთის ფრონტს.