„ფორბსი“ - კურსკში მიმდინარე ბრძოლაში უკრაინამ კიდევ ორი სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა ჩართო
კურსკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლაში უკრაინის არმიის კიდევ ორი, 82-ე და 95-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადები ჩაერთო, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საერთო ჯამში, კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის ექვსი ბრიგადა, ორი დამოუკიდებელი ბატალიონი და უპილოტო აპარატების, არტილერიის, სადაზვერვო და სპეცრაზმის დამხმარე ქვედანაყოფები შევიდნენ.
უკრაინამ კურსკში, ჯამში, 15 000-მდე ჯარისკაცი შეიყვანა.
გამოცემა წერს, რომ კურსკის რეგიონში გაგზავნილი რამდენიმე ბრიგადა და ბატალიონი გადაყვანილია ფრონტის სხვა აქტიური სექტორებიდან, როგორებიცაა პოკროვსკი, ტორეცკი და ჩასივ იარი.