„ფორბსი“ - ევროპა უერთდება აშშ-ის კომპანიებს, რომლებიც ჩინეთიდან გადიან
ევროპა უერთდება აშშ-ის კომპანიებს, რომლებიც ჩინეთიდან გადიან – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა, „ფორბსი.“
გამოცემა წერს, რომ სავაჭრო ომი, გლობალური მიწოდების ქსელი, რუკას ჩინური წარმოების საზიანოდ ცვლის. ხარისხის კონტროლისა და მიწოდების ქსელის აუდიტორის „ქიმას“ (QIMA) მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, ჩინეთიდან გამავალი ბიზნესების პროცენტული მაჩვენებელი ამერიკული კომპანიებისთვის 80 პროცენტი იყო, ევროკავშირში დაფუძნებული კომპანიებისთვის კი 67 პროცენტი.
ჩინეთში დაფუძნებული აუდიტის მოთხოვნა შემცირდა 13 პროცენტით, რადგან კონტინენტური ჩინეთის მწარმოებლები ან სწრაფად კარგავენ უცხოელ კლიენტებს ტარიფებთან დაკავშირებული ხარჯების გამო, ან გადააქვთ მათი წარმოების ნაწილი ჩინეთიდან, რათა მოხდეს ამ ტარიფების თავიდან აცილება. ევროპული კომპანიები ნაკლებად დაზარალდნენ სავაჭრო ომით, რადგან მათ ქვეყნებს ჩინეთის იმპორტზე ტარიფები არ აქვთ დაწესებული. მაგრამ „ქიმა“ ფიქრობს, რომ ევროპულ კომპანიებს საკუთრი მიზეზები აქვთ, რომ ჩინეთის წარმოებაზე დამოკიდებულება შეამცირონ.
„ფორბსი“ წერს, რომ უმეტესობა მათგანი დივერსიფიკაციას ახდენს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და სახლთან ახლოს. გლობალური მიწოდების ქსელის ეს დივერსიფიკაცია ქმნის უამრავ შესაძლებლობებს კორპორატიული ინვესტორებისთვის და ქმნის ახალ ბაზრებს ქვეყნებში, როგორიცაა ვიეტნამი.
„ფორბსი“ წერს, რომ კომპანიების გასვლის მიზეზი ჩინეთში შრომის ხარჯების გაზრდა და ჩინეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებია, რომელიც დასავლური სტილის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დანერგვას ითვალისწინებს.
„ეს ასე არ არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პატარა ქვეყნებში, რადგან მოძრაობა იქ 1990-იან წლებში უკან გადადგმულ აუცილებელ ნაბიჯს არ წარმოადგენს, როდესაც ჩინეთში იაფი სამუშაო ძალა იყო და ქვეყანა დაბინძურებისa და შრომის უფლებების იგნორირებას ახდენდა. „ქიმას“ ბოლო გამოკითხვაში, აშშ-ის რესპონდენტთა 75 პროცენტზე მეტმა განაცხადა, რომ ტარიფებმა მათზე იმოქმედა, რადგან ტარიფებთან დაკავშირებული ხარჯები ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გავლენას ახდენს მათ ბიზნესზე. შედეგად, ისინი მოძრაობენ ან ეძებენ უფრო სწრაფად გადაადგილებას, ვიდრე ეს ადრე დაგეგმილი იყო. ევროპა იმავე ნავში იმყოფება“ – წერს „ფორბსი.“
სტატიის თანახმად, ევროპულ კომპანიებზე ტარიფების დაბალი სტრესის მიუხედავდ, ის ფაქტი, რომ მათი კონკურენტები სხვა წყაროებს იყენებენ, ნიშნავს, რომ ევროპული კორპორაციების დღის წესრიგშია მომარაგების ჯაჭვების გადახედვა, ზოგი მათგანი კი უკვე გადის ჩინეთიდან. სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ზოგი ევროპული კომპანია მომარაგების ჯაჭვებს სახლთან ახლოს ამყარებს. თურქეთში და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ინსპექტირების და აუდიტის მოთხოვნის 40 პროცენტზე მეტი ზრდა აღინიშნა.
„ფორბსი“ წერს, რომ ევროკავშირის ბაზრისთვის, სახლთან ახლოს მდებარე ქვეყნები შესაძლოა უკეთ იყვნენ მომზადებული, რომ სცადონ გახდნენ მინი ჩინეთი ევროპული კომპანიებისთვის.