Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების რეიტინგი გამოაქვეყნა
Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების რეიტინგი გამოაქვეყნა

ჟურნალმა Forbes-მა 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის სათავეში ქეითი პერი მოხვდა, რომელმაც თავისი შემოქმედებით წელს 83 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო.

ფორბსის რეიტინგში მეორე ადგილს ტეილორ სვიფტი იკავებს 80 მილიონი დოლარით, მესამე ადგილზე კი, ამერიკელი პოპ ვარსკვლავი ბიონსეა 60 მილიონი დოლარით.

Forbes-ის რეიტინგში ასევე მოხვდნენ Pink-ი, ლედი გაგა, ჯენიფერ ლოპესი, რიანა, ჰელენა ფიშერი, სელინ დიონი და ბრიტნი სპირსი.