„ფოქს ნიუსის“ წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა
„ფოქს ნიუსის“ წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა

„ფოქს ნიუსის“ წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.

მედიასაშუალების პროგნოზით, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა აქვს, დემოკრატ კანდიდატს, მოქმედ ვიცე პრეზიდენტს, კამალა ჰარისს კი – 226.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ერთმანეთს რესპუბლიკური პარტიიდან ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ხოლო დემოკრატიული პარტიიდან – ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უპირისპირდებიან. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 150 მილიონზე მეტ ამერიკელს აქვს. 80 მილიონამდე ამომრჩეველმა კი საკუთარი არჩევანი 5 ნოემბრამდე, არჩევნების დღემდე გააკეთა.

აშშ-ის საარჩევნო სისტემაში გადამწყვეტ როლს საარჩევნო კოლეგია თამაშობს, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. საარჩევნო კოლეგიაში სულ 538 დელეგატია, ხოლო არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა 270 ხმა უნდა მოიპოვოს.