„ფოქს ნიუსის“ საინფორმაციო გამოშვებაში მარნეული ჯორჯიის შტატს მიაკუთვნეს [ვიდეო]

ამერიკული ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ საინფორმაციო გამოშვებაში მარნეული აშშ-ის ჯორჯიის შტატს მიაკუთვნეს.

ის ვერმონტის შტატის ქალაქ მონპელიეს, ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდისა და ნიუ იორკის შტატის ქალაქ ოლბანის გვერდით აჩვენეს, როგორც ჯორჯიის შტატის ერთ-ერთი დასახლება.

„ფოქს ნიუსმა“, ამერიკის შტატებში გამართული დემონსტრაციების კადრების გვერდით, მარნეულში გამართული აქცია აჩვენა. რეპორტაჟში საუბარი იყო ამერიკის სხვადასხვა შტატში ეკონომიკის გახსნის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებზე.