„ფოქს ნიუსი“ - წინასწარი პროგნოზით, არჩევნების შედეგად დემოკრატიული პარტია კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას ინარჩუნებს
„ფოქს ნიუსი“ - წინასწარი პროგნოზით, არჩევნების შედეგად დემოკრატიული პარტია კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას ინარჩუნებს

აშშ-ის დემოკრატიული პარტია არჩევნების შედეგად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას ინარჩუნებს. ასეთია ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ პროგნოზი.

მედიასაშუალების ცნობით, დემოკრატებმა შესაძლოა, კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა გააძლიერონ კიდეც და სულ მცირე ხუთი მანდატით მეტი მოიპოვონ.

ამჟამად 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტია 232 ადგილს ფლობს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 წევრის არჩევნებიც იმართება.

გარდა ამისა, ამომრჩევლები ირჩევენ 100-წევრიანი სენატის 35 წევრს. სენატში უმრავლესობას ამჟამად მოქმედი პრეზიდენტის თანაპარტიელი რესპუბლიკელები ფლობენ.

ამასთან, ამერიკელი მოქალაქეები რამდენიმე შტატის გუბერნატორს აირჩევენ, კერძოდ დელავერის, ინდიანას, მონტანას, მისურის, ჩრდილოეთ კაროლინის, ჩრდილოეთ დაკოტას, ნიუ ჰემფშირის, იუტას, ვაშინგტონისა და დასავლეთ ვირჯინიის.