ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა მეტადონის პროგრამის მომხმარებელი, 35 წლამდე მამაკაცი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ეწეოდა.
ამასთან, სპეცოპერაცია მიმდინარეობს თბილისშიც. ფონიჭალაში სამართალდამცველები საპოლიციო ღონისძიებას ნარკორეალიზატორის დაკავების მიზნით ატარებენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.